Accessibility links

logo-print

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ამნისტიის


თურქეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ქურთ მეამბოხეებს მოუწოდებს დაჰყარონ იარაღი და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

თურქეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ქურთ მეამბოხეებს მოუწოდებს დაჰყარონ იარაღი და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
იგულისხმება ათასობით ქურთი მეამბოხე, რომლებიც თურქეთისაგან ავტონომიას მოითხოვენ და საზღვრისპირა რაონებში აქვთ ბაზები ჩრდილოეთ ერაყში. კანონპროექტს 356-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 71 - წინააღმდეგი გამოვიდა. კანონპროექტს თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა უნდა მოაწეროს ხელი. ზოგიერთი კანონმდებელი ამნისტიის კატეგორიული წინააღმდეგია. დეპუტატმა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან მაგალითად განაცხადა, რომ ამნისტია, აღკვეთის ნაცვლად კიდევ უფრო თუ გააღვივებს თურქეთში ტერორიზმს.
XS
SM
MD
LG