Accessibility links

logo-print

სამშაბათს თეთრ სახლში შეერთებული შტატების


სამშაბათს თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან.

სამშაბათს თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან.
პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების თარიღი იმაზეა უშუალოდ დამოკიდებული, როდის შეწყდება ტერორისტული თავდასხმები ისრაელზე, - განაცხადა მოლაპარაკების დამთავრებისას ჯორჯ ბუშმა. იგი მიესალმა ისრაელის მიერ სამშვიდობო გეგმის პირობათა შესრულებას, და უწინარესად პალესტინელ პატიმართა ნაწილობრივ გათავისუფლებას. შარონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ირგვლივ კედლის აღმართვას, რათა ტერორისტებმა ვერ შესძლონ იქიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა.
XS
SM
MD
LG