Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ მაიერსმა განაცხადა,

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ მაიერსმა განაცხადა,
რომ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია ავღანეთში დარჩება ქვეყანაში ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე. დღეს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ამას წინათ კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა გადარჩენილი თალიბებისა და "ალ ყაიდის" ნახელავია. ამასთან, მან ისაუბრა ერაყში მიმდინარე სამხერო ოპერაციის მნიშვნელობაზე ავღანეთისთვის. [მაიერსის ხმა] "ჩემის აზრით, ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ ერაყში მიმდინარე ოპერაციების შედეგად არ შესუსტებულა "ალ ყაიდის" წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა. ფაქტობრივად, საქმე პირიქითაა. ერაყის ოპერაციებიდან ძალიან კარგ სადაზვერვო მასალას ვიღებთ ალ ყაიდის შესახებ და იგი ძალიან გამოგვადგა."
XS
SM
MD
LG