Accessibility links

logo-print

ემუქრება თუ არა საფრთხე სიტყვის თავისუფლებას საქართველოში?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი იმ კრიტიკული შენიშვნის ფონზე, რაც ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაისმის საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების ტემპის შენელების თვალსაზრისით,

სასიამოვნოდ გამოიყურება საერთაშორისო ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნა, რომ პრესის თავისუფლება მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში მხოლოდ საქართველოში არსებობს. თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამ ოპტიმისტურ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს. წინასაარჩევნოდ საქართველოს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც, მკაცრდება სასჯელი ცილისწამებისთვის. რა პროცესებთან გვაქვს საქმე? რამდენად ადეკვატურია პარლამენტის ეს გადაწყვეტილება? რა პერსპექტივა ელის პრესის თავისუფლებას? - ამ საკითხებზე საუბრობს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი გიგა ბოკერია, რომელსაც თამარ ჩიქოვანი მასპინძლობს.

(იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG