Accessibility links

logo-print

ქაბულში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი დაუშინეს


ქაბულში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი დაუშინეს ტაქსის, რომელიც არ გაჩერდა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან

ქაბულში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი დაუშინეს ტაქსის, რომელიც არ გაჩერდა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან
სამხედრო ბაზის სიახლოვეს. დაიჭრა ტაქსში მყოფი სამი ადამიანი. ქაბულის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ნათელი არ არის, რატომ არ გააჩერა მძღოლმა მანქანა, რომელშიც იარაღი არ უპოვიათ. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა გუშინ მოკლეს მტრულ ზრახვებში ეჭვმიტანილი სულ ცოტა 3 ადამიანი ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად ქალაქ ასად-აბადში. ცნობებში ლაპარაკია სხვა ინციდენტებზეც - მათ შორის არის თავდასხმა მუსლიმან სასულიერო პირზე, რომელიც ყანდაარის პროვინციაში ადგილობრივი მმართველი საბჭოს წევრი იყო და და "ჯიჰადი", ანუ "წმიდა ომი" ავღანეთში დამთავრებულად ჰქონდა გამოცხადებული. სასულიერო პირი თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა მოკლა.
XS
SM
MD
LG