Accessibility links

logo-print

გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა გენოციდის ბრალდება


გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა გენოციდის ბრალდება მოუხსნა ბოსნიელ სერბ მილომირ სტაკიჩს.

გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა გენოციდის ბრალდება მოუხსნა ბოსნიელ სერბ მილომირ სტაკიჩს.
ეს ბრალდება სტაკიჩის ბოსნიის ომის დროს მოქმედებას უკავშირდებოდა. ჰააგაში განთავსებული ტრიბუნალის განმარტებით, საქმე ეხება არა გენოციდს, არამედ "დევნის, დეპორტაციისა და განადგურების სერიოზულ შემთხვევას". პროკურორების თქმით, სტაკიჩი საკვანძო როლს ასრულებდა ბოსნიაში მუსლიმანებისა და ხორვატების წინააღმდეგ 1992 წელს წამოწყებულ "ეთნიკურ წმენდაში". სტაკიჩს კვლავ წაყენებული აქვს სამხედრო დანაშაულთა ბრალდებები.
XS
SM
MD
LG