Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის მხრივ ფრთხილი გამოეხმაურება მოჰყვა


ვაშინგტონის მხრივ ფრთხილი გამოეხმაურება მოჰყვა რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვით ჩრდილოეთი კორეა

ვაშინგტონის მხრივ ფრთხილი გამოეხმაურება მოჰყვა რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვით ჩრდილოეთი კორეა
შესაძლოა, დაყაბულდეს მრავალმხრივ მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამების საკითხზე. თეთრი სახლის პრეს-მდივან სკოტ მაკკლელანის თქმით, ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას დაელოდება. პრეს-მდივანმა აღნიშნა ასევე, რომ მისი ქვეყანა მიესალმება ჩრდილოეთი კორეის დაყაბულებას მრავალმხრივ მოლაპარაკებაზე. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, როგორც ფხენიანმა მიანიშნა, ის მიზანშეწონილად მიიჩნევს 6 ქვეყნის მონაწილეობით მოლაპარაკებას ბირთვული პროგრამების საკითხზე უთანხმოების მოსაგვარებლად. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვში ჩრდილოეთი კორეის ელჩმა პაკ უი შუნმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ფედოტოვს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ემხრობა ექვსმხრივ მოლაპარაკებას რუსეთის მონაწილეობით. 6 მხარედ იგულისხმებიან ორივე კორეა, რუსეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ.
XS
SM
MD
LG