Accessibility links

ისრაელი გეგმავს ახალი სახლების აგებას


ისრაელი გეგმავს ახალი სახლების აგებას ღაზის სექტორში მდებარე ებრაულ დასახლებაში, რაც ეწინააღმდეგება სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ ზომებს.

ისრაელი გეგმავს ახალი სახლების აგებას ღაზის სექტორში მდებარე ებრაულ დასახლებაში, რაც ეწინააღმდეგება სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ ზომებს.
გამოცხადებულია ტენდერი ღაზის სექტორის ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ნევეჰ დეკალიმში 22 ახალი სახლის აშენებაზე. ამ ცნობას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება: პალესტინელ პარლამენტარ საებ ერეკატის შეფასებით, ღაზაში ისრაელის ახალი მშენებლობები დარტყმას მიაყენებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ხუთშაბათს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელისა და პალესტინელების ოფიციალურმა წარმოადგენლებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ოკუპირებული ორი ქალაქის პალესტინელებისათვის გადაცემის საკითხზე. ისრაელმა პალესტინელებს თავისი ჯარების იერიქონიდან და კალკილიიდან გაყვანა შესთავაზა, რაზეც პალესტინელებმა უარი თქვეს და რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, რამალაჰის გაკონტროლება მოითხოვეს. ხუთშაბათსვე გავრცელებული ინფორმაციით, 200-მდე პალესტინელმა და უცხოელმა დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი უშიშროების კედლის წინააღმდეგ, რომელსაც ისრაელი აშენებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG