Accessibility links

logo-print

რუსეთის კომპანიამ "რაო იე-ე-ესმა" "ეი-ი-ეს-თელასის"


რუსეთის კომპანიამ "რაო იე-ე-ესმა" "ეი-ი-ეს-თელასის" ამერიკელი მფლობელისგან აქციების 75 პროცენტი შეიძინა.

რუსეთის კომპანიამ "რაო იე-ე-ესმა" "ეი-ი-ეს-თელასის" ამერიკელი მფლობელისგან აქციების 75 პროცენტი შეიძინა.
შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოხატავდა სინანულს "ეი-ი-ეს-თელასის" გაყიდვის გამო. ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამდა იმედს, რომ ქართველი ბიზნესმენები იყიდიდნენ "ეი-ი-ეს-თელასის" აქციების ნაწილს, რომ კონტროლი ამ საწარმოზე საქართველოს ხელში დარჩენილიყო. პარასკევს, როცა საწარმო უკვე გაიყიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თბილისის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური შანტაჟისთვის და რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია.
XS
SM
MD
LG