Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლორდმა ბრაიან ჰატონმა - ბრიტანელმა


ლორდმა ბრაიან ჰატონმა - ბრიტანელმა მოსამართლემ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის დევიდ კელის სიკვდილის საქმეს იძიებს, განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი

ლორდმა ბრაიან ჰატონმა - ბრიტანელმა მოსამართლემ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის დევიდ კელის სიკვდილის საქმეს იძიებს, განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი
ბლერს ჩვენების მიცემას მოსთხოვს. თვითმკვლელობამდე დევიდ კელის სახელი კომპანია "ბი-ბი-სის" იმ მასალებში გაისმოდა, რომელშიც ბრიტანეთის ხელისუფლებას ერაყში ომის დაწყების გასამართელბლად იქ მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ ინფორმაციის უსაფუძვლო გაბუქებაში ედებოდა. გამოცდილი მოსამართლე ლორდ ბრაიან ჰატონი ირწმუნება, რომ პრინციპული იქნება: [ჰატონის ხმა] "უნდა აღვნიშნო, რომ ამ გამოძიებას მე უნდა გავუძღვე. ეს არ არის სასამართლო პროცესი, რომელზეც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ და მე უნდა დავადგინო მტყუან-მართალი. მე ახლა უნდა დავადგინო ის ვითარება, რომელშიც პროფესორი კელი გარდაიცვალა". ჰატონის თანახმად, პროცესი პრესისთვის სრულიად ღია იქნება.
XS
SM
MD
LG