Accessibility links

რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის


რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევლების განთავისუფლების დროს დაღუპულთა უცხოეთის მოქალაქე ნათესავებმა მორალური ზარალი განიცადეს.

რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევლების განთავისუფლების დროს დაღუპულთა უცხოეთის მოქალაქე ნათესავებმა მორალური ზარალი განიცადეს.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კომპენსაციის რაოდენობა ინდივიუალური შემთხვევებისთვის ექსპერტმა უნდა დაადგინოს. გასული წლის ოქტომბრეში მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპულთა ნათესავებმა: შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა რუსეთის მთავრობას მოსთხოვეს კომპენსაცია ცხრა მილიონი დოლარის ოდენობით იმ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მათ ნათესავების დაღუპვის გამო განიცადეს. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში მოსკოვში მძველების განთავისუფლების დროს გამოყენებული საძილე გაზის ზემოქმედების შედეგად 130 მძევალი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG