Accessibility links

logo-print

რუსეთის სააგენტოები იუწყებიან, რომ პარასკევს


რუსეთის სააგენტოები იუწყებიან, რომ პარასკევს ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ მოზდოკში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი მანქანა სამხედრო ჰოსპიტლის შენობას შეეჯახა და

რუსეთის სააგენტოები იუწყებიან, რომ პარასკევს ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ მოზდოკში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი მანქანა სამხედრო ჰოსპიტლის შენობას შეეჯახა და
ძლიერი აფეთქება გამოიწვია. შენობა მთლიანად დაინგრა. დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი და დაიჭრა 35. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არავინ აცხადებს. მოსკოვში საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაილ რაზანოვი მომხდარის შესახებ ამბობს: [რაზანოვის ხმა] "დღეს საღამოს 7 საათზე სამხედრო ჰოსპიტალთან მანქანა აფეთქდა და მთლიანად დაანგრია შენობა, რომელიც 300 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მომენტში ჰოსპიტალში 115 ადამიანი იმყოფებოდა". მოზდოკში მდებარეობს ჩეჩნეთში მებრძოლი რუსი სამხედროების მთავარი შტაბი. პრეზიდენტმა პუტინმა საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ჯგუფს მოზდოკში გაფრენა უბრძანა.
XS
SM
MD
LG