Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ


ჩრდილოეთი კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხი

ჩრდილოეთი კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხი
გაეროს უშიშროების საბჭოში იქნება გამოტანილი განსახილველად, რასაც შეერთებული შტატები ცდილობს, მაშინ ჩაიშლება მრავალმხრივი მოლაპარაკება, რომელიც ხსენებული პრობლემის განსახილველადაა დაგეგმილი. ცნობაში, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ამგვარი ქმედებები შეერთებული შტატების მხრიდან "სერიოზულ დანაშაულად" იქნება მიჩნეული, რასაც შესაძლოა ომი მოჰყვეს. პარასკევს, ჩრდილოეთი კორეა დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ მრავალმხრივი მოლაპარაკების დაწყებას, რომელშიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთი კორეა, აშშ, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას.
აქამდე ფხენიანი, ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებას მოითხოვდა დაჟინებით.
XS
SM
MD
LG