Accessibility links

logo-print

ხიდთან, ლიბერიის დედაქალაქის, მონროვიის ცენტრში


ხიდთან, ლიბერიის დედაქალაქის, მონროვიის ცენტრში დღეს სროლა ატყდა მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარს შორის.

ხიდთან, ლიბერიის დედაქალაქის, მონროვიის ცენტრში დღეს სროლა ატყდა მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარს შორის.
ამასობაში ლიბერიის პრეზიდენტი ჩარლს ტეილორი დასავლეთი აფრიკის სახელმწიფოთა ელჩებს ეთათბირა ლიბერიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსების თაობაზე. იუწყებიან, რომ შეიარაღებული შეტაკებისას მონროვიაში სულ ცოტა 4 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 1 ბავშვი დაიჭრა. ელჩებმა ტეილორს უთხრეს, რომ მან სამი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს სამშობლო მას შემდეგ, რაც ლიბერიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები განთავსდება. ჩარლს ტეილორმა განაცხადა, რომ ნიგერიაში მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. გაეროს უშიშროების საბჭომ წუხანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ლიბერიაში სამშვიდობო ძალების განთავსებას.
XS
SM
MD
LG