Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი მონაცემებით, 40-ზე მეტი ადამიანი


უკანასკნელი მონაცემებით, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მოზდოკის სამხედრო საავადმყოფოში პირველ აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად.

უკანასკნელი მონაცემებით, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მოზდოკის სამხედრო საავადმყოფოში პირველ აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად.
ათობით ადამიანია დაჭრილი. პარასკევს ღამით, მოსდოკის სამხედრო საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეიჭრა დანაღმული საბარგო ავტომანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც დღეს ჩავიდა მოზდოკში განაცხადა, რომ აფეთქების დროს სამხედრო საავადმყოფოში 125 ადამიანი იმყოფებოდა. ივანოვმა მოზდოკის გარნიზონის უფროსი გაათავისუფლა, ხოლო სამხედრო საავადმყოფოს დირექტორის საქმის გამოძიება პროკურატურას დაავალა. ივანოვმა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა მიავლინა მოზდოკში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას უწოდა "ტერორისტული თავდასხმა", რაც უშიშროების არასათანადო ზომების გამო გახდა შესაძლებელი. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ განაცხადა, რომ სამართალდაცავი ორგანოებისთვის უკვე ცნობილია მოზდოკში განხორციელებული თავდასხმის სავარაუდო შემსრულებლებისა და დამკვეთთა ვინაოდა. ოთხი აგვისტო გლოვის დღედაა გამოცხადებული ჩრდილოეთ ოსეთში.
XS
SM
MD
LG