Accessibility links

logo-print

პალესტინელთა უშიშროების სამსახურმა დღეს დააკავა


პალესტინელთა უშიშროების სამსახურმა დღეს დააკავა 20 ექსტრემისტი,

პალესტინელთა უშიშროების სამსახურმა დღეს დააკავა 20 ექსტრემისტი,
რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინაში იმალებოდნენ. დაკავებულთა უმრავლესობას დაჯგუფება "ალ-აქსის წამებულთა ბრიგადის" წევრები შეადგენენ. გასულ წელს ისრაელის ჯარს რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული არაფატის შტაბ-ბინა, რათა ექსტრემისტები აეძულებინა - დაეტოვებინათ შენობა. დღესვე, პალესტინელთა ავტონომიის მთავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მასშტაბის საპროტესტო კამპანიის დაწყება აქვს განზრახული იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი დამცველ კედელს აშენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ კედელი აუცილებელია იმისთვის, რათა ტერორისტებმა ვეღარ შესძლონ ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრა.
XS
SM
MD
LG