Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის


ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ვაჟები: უდაი და ქუსაი, აგრეთვე ქუსაის 14-წლის ვაჟი მუსტაფა

ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ვაჟები: უდაი და ქუსაი, აგრეთვე ქუსაის 14-წლის ვაჟი მუსტაფა
შაბათს დაკრძალეს ქალაქ თიქრითის მიმდებარე სოფელ აუჯაში, სადაც სადამ ჰუსეინი დაიბადა. სადამ ჰუსეინის ვაჟები და შვილიშვილი 22 ივლისს დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროების მიერ ქალაქ მოსულში განხორციელებული ოპერაციის დროს. ამერიკის ჯარის სარდლობის ცნობით შაბათს ბაღდადის ჩრდილოეთ შემოგარენში სამხედრო კოლონას ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად მოკლულ იქნა ერთი, ხოლო 3 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ერაყში ჩადის გაეროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სამზადისს დაიწყებს ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG