Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში პარლამენტის წევრებად აირჩიეს


ჩრდილოეთ კორეაში პარლამენტის წევრებად აირჩიეს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ირი და ასობით ახალი დეპუტატი.

ჩრდილოეთ კორეაში პარლამენტის წევრებად აირჩიეს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ირი და ასობით ახალი დეპუტატი.
კიმ ჩენ ირის არჩევა უბრალო ფორმალობა იყო. ქვეყნის ოფიციალურმა საინფორმაციო საშუალებებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში და დაემტკიცებინათ თავიანთი ერთგულება კიმ ჩენ ირისადმი. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი დეპუტატი აირჩიეს 11-ე უზენაეს სახალხო ასამბლეაში. წინა საპარლამენტო არჩევნებში, 5 წლის წინ, 687 დეპუტატი იქნა არჩეული. პარლამენტი წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ იკრიბება.
XS
SM
MD
LG