Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დააკავეს ამერიკელ და მათ


ერაყში დააკავეს ამერიკელ და მათ მოკავშირე ჯარისკაცებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი 24 ადამიანი.

ერაყში დააკავეს ამერიკელ და მათ მოკავშირე ჯარისკაცებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი 24 ადამიანი.
ფლორიდაში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ამერიკულმა შენაერთმა რეიდები განახორციელა ე.წ. "სუნიტურ სამკუთხედში" (ბაღდადიდან დასავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებებით). განცხადებაში არ არის დაზუსტებული დაკავებულთა ვინაობა, აღნიშნულია, რომ ისინი სადამ ჰუსეინის ერთგულები არიან. ასევე კვირას გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის ერაყელი თანამშრომელი დაიჭრა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ავტომანქანის აფეთქების შედეგად. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ. ერაყში ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნის, სერჟანტ ბრენტ უილიამსის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, სავარაუდოდ გამიზნული იყო ამერიკული ბადრაგების აფეთქება.
XS
SM
MD
LG