Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდის"


ხმის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდის" წევრის ხმა ჟღერს, ამერიკას აფრთხილებს, რომ ძვირად დაუჯდება კუბაში დაკავებული მუსლიმანებისთვის რამეს დაშავება.

ხმის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდის" წევრის ხმა ჟღერს, ამერიკას აფრთხილებს, რომ ძვირად დაუჯდება კუბაში დაკავებული მუსლიმანებისთვის რამეს დაშავება.
ჩანაწერი დღეს გაუშვა ეთერში არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ არაბიამ": [ხმის ჩანაწერი] "მუსლიმანო ძმებო მთელს მსოფლიოში, მშვიდობას გისურვებთ, ღმერთს მადლობას ვწირავ! ამერიკამ გამოაცხადა, რომ დაიწყებს პროცესს გუანტანამოში მყოფი მუსლიმანი პატიმრების წინააღმდეგ. პატიმრებს სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებს და სავარაუდოდ, სიკვდილს მიუსჯის. ღმერთს ვფიცავ, ჯვაროსან ამერიკას ძვირად დაუჯდება, თუ რამეს დაუშავებს ჩვენს მუსლიმან პატიმრებს. ყველა დანარჩენმა კი, ვინც ამერიკას მხარში უდგას, იცოდეს, რომ ამერიკას საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია, სხვებზე რომ აღარაფერი ითქვას." "ალ-არაბიას" ინფორმაციით, ეს ხმა ეკუთვნის ვინმე ალ-ზავაჰრის, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის უახლოეს თანაშემწედ არის მიჩნეული. "ალ-არაბიას" არ უთქვამს, როდის ან სად მოიპოვა აუდიოფირი. შეუძლებელია იმის შემოწმება, ყალბია თუ არა ჩანაწერი. აშშ-ს "ალ-ყაიდის" წევრობაში ბრალდებული 600-ზე მეტი კაცი ჰყავს დაკავებული საგანგებო ციხეში კუბაში მდებარე გუანტანამოს სამხედრო საზღვაო ბაზაზე.
XS
SM
MD
LG