Accessibility links

რუსეთში მაშველებმა 50-ე მსხვერპლის გვამს


რუსეთში მაშველებმა 50-ე მსხვერპლის გვამს მიაგნეს მოზდოკის სამხედრო ჰოსპიტალის ნანგრევებში და შეწყვიტეს გადარჩენილთა ძებნა.

რუსეთში მაშველებმა 50-ე მსხვერპლის გვამს მიაგნეს მოზდოკის სამხედრო ჰოსპიტალის ნანგრევებში და შეწყვიტეს გადარჩენილთა ძებნა.
რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით, გადაწურულია ვინმეს გადარჩენის იმედი. საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაჭრით დაგმო თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქება. კვირას გერმანიამ და ევროსაბჭომ მიუსამძიმრეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული ვარაუდით, ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ მოზდოკის სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმა ჩეჩენი მეამბოხეების მიერ არის მოწყობილი. გუშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ ტერაქტები ვერ შეაჩერებს ძალისხმევას, რომელიც, პუტინის სიტყვებით, ჩეჩნეთში მშვიდობის განმტკიცებისაკენ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG