Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ქვედანაყოფი


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ქვედანაყოფი კვირას საღამოს ერაყში გაფრინდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ქვედანაყოფი კვირას საღამოს ერაყში გაფრინდა.
სამშვიდობო მისიას შეასრულებს შერეული ასეული, რომლის შემადგენლობაში შედიან სამხედრო ექიმები, ინჟინრები და კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ოცეული. ქართველი სამხედრო პირები თბილისის მახლობლად მდებარე ალექსეევკის სამხედრო აეროპორტიდან გაემგზავრნენ მოკლე ცერემონიის შემდეგ, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი დაესწრო. ქართული ასეულის სამშვიდობო მისია ერაყში 6 თვე გაგრძელდება. რადიო "თავისუფლების" დღევანდელ გადაცემაში ამ თემას ეთმობა ყოველკვირეული პროგრამა "ჯარისკაცი და სახელმწიფო".
XS
SM
MD
LG