Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 აგვისტო ჩრდილოეთ ოსეთში გლოვის


4 აგვისტო ჩრდილოეთ ოსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა გასულ პარასკევს მოზდოკში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შეგახსენებთ: 1

4 აგვისტო ჩრდილოეთ ოსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა გასულ პარასკევს მოზდოკში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შეგახსენებთ: 1
აგვისტოს მოზდოკში სამხედრო ჰოსპიტლის შენობას ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა შეეჯახა. აფეთქების შედეგად, მთლიანად დაინგრა შენობა და 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარის გამო სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა: [პუტინის ხმა] "უგულისყურობამ, რომლის მოწმეც ჩვენ ვხდებით და რაც შესაძლებელს ხდის დანაშაულისა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას, ყველა ზღვარს გადააჭარბა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო აღარ რეაგირებს, ანდა არ ძალუძს რეაგირება მსგავს მოვლენებზე". მოზდოკში ნანგრევებში გადარჩენილთა ძიება მაშველებმა 3 აგვისტოს შეწყვიტეს.
XS
SM
MD
LG