Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იტყვის ბოლო სიტყვას იმის შესახებ: დასთანხმდება თუ არა ირანი გაეროს მიერ მისი ბირთვული ობიექტების უფრო მკაცრად შემოწმებას. ირანის

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იტყვის ბოლო სიტყვას იმის შესახებ: დასთანხმდება თუ არა ირანი გაეროს მიერ მისი ბირთვული ობიექტების უფრო მკაცრად შემოწმებას. ირანის
ხელისუფლების წარმომადგენელმა აბდოლა რამეზანზადემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საკითხს ჯერ მთავრობა განიხილავს, რის შემდეგაც მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭო შეაფასებს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას ხამენეი დაადასტურებს, ან უარყოფს. ირანი კვლავაც უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებას ირანში ატომური იარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG