Accessibility links

logo-print

ილჰამ ალიევი პრეზიდენტობას კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება


4 აგვისტოს აზრებაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რასაც დიდი ხანი ელოდა ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება. აზერბაიჯანის პარლამენტმა

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთსულოვნად დაამტკიცა მოქმედი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის შვილი ილჰამ ალიევი. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შარშან ზაფხულს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის შემდეგ ქვეყნის პირველ პირად ითვლება, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტობის მემკვიდრის საკითხი ფაქტიურად გარკვეულია ნავთობით მდიდარ სამხრეთი კავკასიიის სახელმწიფოში. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ ეს გზა ილჰამ ალიევისთვის არ იქნება ია-ვარდით მოფენილი.

აზერბაიჯანს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ამ ქვეყნის პარლამენტს მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა, რათა აღესრულებინა მძიმედ ავადმყოფი მოქმედი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სურვილი და მისი ვაჟის, ილჰამ ალიევისთვის გაეთავისუფლებინა გზა პრეზიდენტის სავარძლისკენ. 101 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა. ოპოზიციამ, რომელმაც წინასწარ იცოდა კენჭისყრის შედეგი, მასში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოხატა პროტესტი. ასე რომ, 42 წლის ილჰამ ალიევი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და პარტია "ახალი აზერბაიჯანის" ვიცე პრეზიდენტი, თავის დროზე დაუდეგარი ბიჭი, თავგადასვლებისა და კაზინოების დიდი ტრფიალი - ქვეყნის მეორე პირია და პირველ საჯარო დაპირებებს იძლევა.

[ილჰამ ალიევის ხმა] "აზერბაიჯანის ეკონომიკა ზრდის პროცესშია და მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა განვაგრძო ეს კურსი. მე არ ვაპირებს სერიოზულ გადაჯგუფებებს მთავრობის რიგებში. რაც შეეხება პრეზიდენტის ჯანმრთელობას. იგი თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. უბრალოდ ექიმებმა სთხოვეს მას დამატებითი მკურნალობის ჩატარება."

აღსანიშნავია, რომ შორსმჭვრეტელმა ალიევმა, რომელმაც ოცდაათჭლიანი მმართველობის პერიოდში ძლიერი პოლიტიკური დასაყრდენი შექმნა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო მისი ვაჟისთვის გზის გაკვალვა პრეზიდენტობის სავარძლისკენ.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ოქტომბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩვენებში მამა-შვილი ერთმანეთის ფორმალური კონკურენტები არიან. თანაც, თუ მანამდე 80 ჰეიდარ ალიევი, ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო, ვეღარ შეძლებს სახელმწიფოს გაძღოლას, მისი მემკვიდრეობა დაზღვეულია ყოველგვარი პოლიტიკური ძვრებისაგნ. ჰეიდარ ალიევის უშუალო მითითებით ჯერ კიდევ შარშან მოხდა კონსტიტუაციაში ცვლილება და ქვეყნის მეორე პირად სწორედ პრემიერ-მინისტრი იქნა მიჩნეული. ყოფილმა მთავრობის მეთაურმა, ართურ რასიზადემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, საერთო განყოფილების უფროსების მოხსნა-დანიშვნის უფლებაც კი არ ჰქონდა, მორჩილად მიიღო გადადგომა და გზა ენერგიულ ილჰამს გაუთავისუფლა.
მაგრამ მოქმედი პრეზიდენტის ძის გზა პრეზიდენტობისკენ არ იქნება ია-ვარდით მოფენილი და გზადაგზა შესაძლოა პოლიტიკური ბრძოლა აზერბაიჯანში კვლავ გამძაფრდეს. აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია "მუსავათის" ლიდერი ისა გამბარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მამიდან შვილზე გადაცემის ეს ნეო-მონარქისტული რეჟიმი განწირულია დასაღუპავად. ექსპერტი აზერბაიჯანის საკითხებში, ლეილა ბუტი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას თავად ილჰამის პოლიტიკური უნარი შექმნის:

[ლეილა ბუტის ხმა] "ეს უნარები უხვად გააჩნდა მის მამას, რაც თვალსაჩინო იყო მთელი მმართველობის განმავლობაში, მაგრამ არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ აღმოაჩნდება თუა არა ილჰამს უნარი, რომ გაუძღვეს ქვეყანას პოსტ-ალიევისეულ პერიოდში."

თუმცა, ასე ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი როდი ფიქრობს. რადიო "თავისუფლების" აზრებაიჯანული სამსახურის მიმომხილველი ელხან ნასიბოვი დარწმუნებულია, რომ ილჰამ ალიევი მამამისზე უფრო პროგრესული პრეზიდენტი იქნება და გზას გაუხსნის დემოკრატიულ გადრაქმნებს. მას ასევე გადაჭარბებულად მიაჩნია ხმები აზერბაიჯანში პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შესახებ ორი მიზეზის გამო: ერთი რომ ოპოზიცია ჰეიდარ ალიევის რკინის ხელის გამო შესუსტებულია და მეორე, რომ რეალური ოპონენტი თვალსაწირე მომავალში შესაძლოა იყოს ალიევების ოჯახის რომელიმე წევრი, ვთქვათ ჰეირად ალიევის ძმა ჯალალ ალიევი, რომელიც არ მალავს თავის ამბიციებს. მაგრამ რაოდენ პარადოსქულიც არ უნდა იყოს, ის ჯალალ ალიევი, როგორც პრეზიდენტობის შესაძლოა კანდიდატი უკვეა განეიტრალებულია და ამაში, ელხან ნასიბოვის მტკიცებით, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელმაც ივნისის დასაწყისში ჰეიდარ ალიევის ძამ სამცხე-ჯვახეთის მოსახლეობის წინაშე შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

[ელხან ნასიბოვის ხმა] "ეს მართლაც ძალიან საინტერესოა და აი რატომ. აზერბაიჯანში ბევრს ლაპარაკობენ ოპოზიციისა დ ახელისუფლების წინასაარჩვენო დაპირიპისრებაზე, მაგრამ რეალური ძალა თავად ხელისუფლებსი შიგნით არის. ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც რეალურ ძალას ფლობს პრეზიდენტის ძმა, დეპუტატი ჯალალ ალიევია - მის ხელშია ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი წილი, ბევრი საწარმო და ობიექტი. და ამ დროს პრეზიდენტ ალიევის დიდი მეგობარი, ედუარდ შევარდნაძე ერთი თვის წინ მას ღირსების ორდენით აჯილდოებს, მეტად უცნაური ფორმულირებით - სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დახმარებისთვის. სომეხი მოსახლეობისთვის გაწეულ ამ დახმარებას, მაშინ როც აზერბაიჯანში უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, ბუნებრივია ჯალაჯ ალიევს აზერბაიჯანში მწარედ გაუხსენებენ."

ელხან ნასიბოვს თუ დავუჯერებთ, ასე აღმოჩნდა აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული საქართველო, რომელსაც საკუთარი საარცევნო პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების ათასობით მხარდამჭერმა შაბათს მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო ბაქოს ქუჩებში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ნებართვით და სურვილით მოხდა, რათა აიცილოს დასავლეთის მხრიდან კრიტიკა, რომელიც სულ უფრო ძლიერდება.
XS
SM
MD
LG