Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო 50 000 დოლარს ჰპირდება


გაერო 50 000 დოლარს ჰპირდება იმას, ვინც მას მიაწვდის ინფორმაციას კოსოვოში კვირას გაეროს პოლიციელის მოკვლასთან დაკავშირებით.

გაერო 50 000 დოლარს ჰპირდება იმას, ვინც მას მიაწვდის ინფორმაციას კოსოვოში კვირას გაეროს პოლიციელის მოკვლასთან დაკავშირებით.
ლაპარაკია ინდოელ ოფიცერზე, რომელსაც კვირას საღამოს სნაიპერმა ესროლა. ინდოელი ოფიცერი და მისი ბრიტანელი კოლეგა ჩრდილოეთ კოსოვოში მანქანით მიემგზავრებოდნენ. ეს გაეროს პოლიციელის მოკვლის პირველი შემთხვევაა კოსოვოში, იქ 1999 წლის ივნისში გაეროს მმართველობის შემოღების შემდეგ. სულ კოსოვოში გაეროს 4000 პოლიციელია განთავსებული.
XS
SM
MD
LG