Accessibility links

logo-print

ჯაკარტაში სასტუმრო მერიოტზე თავდასხმით გამოწვეულმა


ჯაკარტაში სასტუმრო მერიოტზე თავდასხმით გამოწვეულმა აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია 149 ადამიანი.

ჯაკარტაში სასტუმრო მერიოტზე თავდასხმით გამოწვეულმა აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია 149 ადამიანი.
იერიში, როგორც ჩანს, ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე ავტომანქანით განხორციელდა. ინდონეზიის ხელისუფლების შეფასებით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. თავდასხმის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. 33-სართულიანი შენობა, რომელსაც ამერიკელი მეპატრონე ჰყავს, აფეთქებამ დაანგრია. მაშველებმა უმალვე დაიწყეს დაჭრილების გამოყვანა, რომელთა შორის, როგორც იუწყებიან, ათამდე უცხოელია. დაღუპულთა შორის კი ერთადერთია უცხოელი - ნიდერლანდელი მოქალაქე. თავდასხმა უკვე მრავალმა ქვეყანამ დაგმო, მათ შორის ფილიპინებმა, ავსტრალიამ, გერმანიამ, აშშ-მა. ვაშინგტონმა ინდონეზიის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა. ორიოდე დღეში ინდონეზიაში გამოიტანენ პირველ განაჩენს კუნძულ ბალიზე 2002 წლის ოქტომბერში მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებით. ამ ტერაქტმა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG