Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასისა


გაუქმდა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის შეხვედრა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო.

გაუქმდა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის შეხვედრა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო.
პალესტინელების შრომის მინისტრი ღასან ალ-ხატიბი შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ავნოს სამშვიდობო პროცესს: [ალ-ხატიბის ხმა] "პრემიერ-მინისტრ აბასისა და პრემიერ-მინისტრ შარონის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება სამწუხაროა და ცუდი სიახლეა იმათთვის, ვისაც სამშვიდობო გეგმით წინსვლის იმედი აქვს". ამ გადაწყვეტილების ფონია უთანხმოება იმის შესახებ, თუ რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა. ისრაელი ოთხშაბათს 350-მდე კაცის გამოშვებას აპირებს, ხოლო როგორც პალესტინელები ირწმუნებიან, ისრაელს ადრე აქვს ნათქვამი, რომ 540 პატიმარს გაათავისუფლებდა. სამშაბათს ისრაელმა დააკავა 40 ადამიანი, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ კალკილიის მახლობლად პროტესტს გამოთქვამდნენ ისრაელის მიერ უშიშროების კედლის შენების გამო.
XS
SM
MD
LG