Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აზერბაიჯანის კერძო ტელეკომპანია "ANC"-ის ცნობით, დიპლომატიური წყაროები ანკარიდან იუწყებიან, რომ 80 წლის ალიევი, რომელსაც ანკარაში ივლისის დასაწყისიდან მკურნალობენ, ხუთშაბათს დაბრუნდება ბაქოში და რომ ის თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. მაგრამ თურქეთის საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ალიევი მალე მიაშურებს შეერთებულ შტატებს მკურნალობის იქ გასაგრძელებელად. ასევე თურქეთიდან ტელეკომპანია "CNN Turk"-ის ინფორმაციით კი, ალიევი ამჟამად სასუნთქ აპარატზეა, ვერ ლაპარაკობს და გონზე იშვიათად მოდის. ალიევი ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ორშაბათს კი მისი ვაჟიშვილი, ილჰამ ალიევი პრემიერ-მინისტრად აირჩია აზერბაიჯანის პარლამენტმა. ოპოზიციამ დაგმო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ილჰამ ალიევს გზას უხსნის პრეზიდენტობისაკენ: აზერბაიჯანის კონსტიტუციით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულებას პრემიერ-მინისტრი შეუდგება.
XS
SM
MD
LG