Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჯგუფება "ჭეშმარიტი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის"


დაჯგუფება "ჭეშმარიტი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" ლიდერი მაიკლ მაკ-კევიტი მხილებულია ტერორისტული საქმიანობის ორგანიზებაში.

დაჯგუფება "ჭეშმარიტი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" ლიდერი მაიკლ მაკ-კევიტი მხილებულია ტერორისტული საქმიანობის ორგანიზებაში.
ამის შესახებ ნათქვამია ირლანდიის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ცნობაში. მაკ-კევიტი გადაჭრით უარყოფს ბრალდებას. სასამართლოს დასკვნით, მაკ-კევიტი აკრძალული ორგანიზაციის წევრი იყო და ორგანიზებას უკეთებდა ტერაქტებს, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ " ირლანდიის ჭეშმარიტმა რესპუბლიკურმა არმიამ", რომელიც თავის დროზე უთანხმოების გამო გამოეყო "ირას", 1998 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ ირლანდიის დაბა ომაში ტერორისტული აქტი მოაწყო, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაიღუპა. მაკ-კევიტის წინააღდეგ მიმართული ბრალდება ძირითადად ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის ჩვენებებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ირლანდიის ჭეშმარიტი რესპუბლიკური არმიის" რიგებში შეღწევა მოახერხა.
XS
SM
MD
LG