Accessibility links

"ამერიკულმა ენერგეტიკულმა კორპორაცია "AES"-მა საქართველო


"ამერიკულმა ენერგეტიკულმა კორპორაცია "AES"-მა საქართველო მოატყუა, გაკოტრდა და გაიქცა", - ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა,

"ამერიკულმა ენერგეტიკულმა კორპორაცია "AES"-მა საქართველო მოატყუა, გაკოტრდა და გაიქცა", - ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა,
სადაც ქართული ენერგეტიკული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის საკითხის გასარკვევად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო მისული, იტყობინება სააგანეტო "პრაიმ-ნიუსი". პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ კორპორაციას "თელასის" ყიდვის შემდეგ მთავრობამაც და პარლამენტმაც საუკეთესო პირობები შეუქმნეს, ისეთი, როგორც საქართველოში არც ერთ კომპანიას არ ჰქონია, მაგრამ ისინი "მაინც ყაჩაღურად და მოტყუებით გაიქცნენ", ასეთ შემთხვევაში კი ხელისუფლება ვეღარაფერს გააკეთებს. გასულ კვირას "AES"- ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ჰაიფეკერმა განაცხადა "თელასის" აქციების მიყიდვის შესახებ რუსეთის ენერგოგიგანტის РАО "ЕЭС"-ის შვილობილი კომპანიისთვის RAO Nordic, თუმცა გარიგების ღირებულება არ დაუსახელებია. საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართავად, РАО "ЕЭС"-ის ხელმძღვანელი, ანატოლი ჩუბაისი 6 აგვისტოს ესტუმრა თბილისს.
XS
SM
MD
LG