Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინს კაცობრიობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მისგან შერისხული მოსამართლეები განსჯიან?


აშშ მას შემდეგ რაც ერაყელი დიქტატორის რეჟიმი დაამხო, როგორც ჩანს, გეგმავს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რათა სადამ ჰუესინი და ერაყის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლოს.

ეს იდეა, რომლის განხორციელება იმაზე იქნება დამოკიდებული შეიპყრობენ თუ არ მთავარ დამნაშავეს, ანონიმური წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკის პრესამ გაახმიანა. მაგრამ, როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი გადმოგვცემს, მან უკვე ცხარე დებატები გამოიწვია ვაშინგტონში.

არსებობს ფართო საერთაშორისო კონსენსუსი, რომ სადამ ჰუსეინი და ერაყის ყოფილი მაღალი ოფიციალური რანგის მოხელეები შესაძლოა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, თუ მათ სიცოცხლეშივე დაიჭერენ.

"ნიუ-იორკ თაიმსის" პუბლიკაციის თანახმად, ამერიკის ოფიციალური პირები გამოთქვამენ რწმენას, რომ საუკეთესო გზა ამ ჩანაფიქრის განსახორცილებლად იქნებოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, დაკომპლექტდებული იმ მოსამრთლეებით, რომლებიც დათხოვნილნი და განდევნილნი იყვნენ ყოფილი რეჟიმის დროს.

ჩადენილ დანაშაულთაგან სადამ ჰუსეინი შეიძლება განისაჯოს ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ პროვინციებში ქურთი და არაბი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის გამო. ამერიკის პრესის თანახმად, მერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ ამგვარი სასამართლო პროცესი, რომელშიც ერაყელი მოქალაქეები და ყოფილი რეჯიმის მსხვერპლნი მთავარ მოწმეებად წარსდგებიან, დაეხმარება ერაყს გარდამავალ პროცესში სამართლიანობის აღსადგენად.

ამასთან, ანონიმური ოფიციალური წყაროების განცხადებით, სასამართლო ტრიბუნალის ერაყის საზღვრებს გარეთ ჩატარება აშკარად შეამცირებდა მის მნიშვნელობას უბრალო ერაყელთათვის.
დაიან ორენტლიხერი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ესტუმრა ბაღდათს ერაყსა და გაეროს შორის წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართალს ვაშინგტონის უნივერსიტეტში ასწავლის. მისი თქმით:

[დაიან ორენტლიხერის ხმა] "წარსულის საშინელებების პასუხად სასამართლოს გამართვისთვის ყველაზე კარგი ადგილი იქნებოდა ქვეყანა, რომელმაც თავადვე იწვნია ეს ყველაფერი. ამ გზით, საზოგადოება დაინახავს, რომ სამართლიანობა კეთილ სახელს იბრუნებს. რომ ისინი მონაწილეობენ ამ პროცესში, შეუძლაით მოწმის სახით მისცენ ჩვენება. და თუ მოანწილეობას მიიღებენ ამ პროცესში საკუთარი ნებით, ეს იქნება მათ მიერ შეტანილი საუკეთესო წვლილი სასამართლო სისტემის აღდგენის საქმეშიც."

თანაც ასეთი სასამართლო განსხვავებული იქნება საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის ფარგლებში მოქმედი სასამართლოსგან, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს ჩადენილ დანაშაულობებს, კერძოდ იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, მისი თანამოქალაქეების თვალთაგან შორს ტარდება.

მაგრამ ექპრეტების ერთი ნაწილის დაკვირვებით, ამერიკული იდეის ლეგიტიმაცია ძნელი იქნება. ამერიკის ყოფილი ელჩი ხორვატიაში პიტერ გელბრეიტი კი ერაყელი დიქტატრორის წინააღდეგ სასამართლო პროცესის ინტერნაციონალიზაციას და მასში გაეროს ფართო მონაწილეობას უჭერს მხარს.

[პიტერ გალბრეიტის ხმა] " ბაათის პარტიის ლიდერებისა დ განსაკუთრებით სადამ ჰუსეინის საქმეთა განხილვა, სადაც აშკარაა გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღდეგ, წამება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს ისეთი საქმეები, რომლებიც გაეროს ეგიდით შექმნილმა ტრიბუნალმა უნდა გამიძიოს."

მაგრამ ამ საკითხზე ამერიკის პრესაში დაწყებულ დებატები აშკარად ადასტურებს, რომ ექსპერტთა უმრავლესობა სადამისა და მისი რეჟიმის წინააღდეგ სასამართლო ტრიბუნალის ერაყის ტერიტორიაზე გამართვის იდეას ემხრობა. თუმცა, ამ იდეის რეალიზებას ორი მთავარი მოქმედი პირი აკლია - მიუკერძოებელ მოსამართლეთა კორპუსი და მთავარი დმნაშავე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეპყრობილი.
ერაყელი დიქტატორის ერაყელთა ხელით გასამარტლების შესახებ წამოწყებული ცხარე დებატების მიუხედავად, საკუთრი ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს ამერიკის შერთებული შტატების მთავრობას. ოფიციალური ვაშინგტონი, ანალიტიკოსების თქმით, ყურადღებით აკვირდება ამ მგრძნობიარე საკითხზე გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, რათა მისაღებ კომპრომისულ ვარიანტს მიაგნოს.
XS
SM
MD
LG