Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში, სოფელ ალხან-იურტის 200-დე მკვიდრმა


ჩეჩნეთში, სოფელ ალხან-იურტის 200-დე მკვიდრმა ფედერალური ტრასა "კავკაზი" ჩახერგა დღეს,

ჩეჩნეთში, სოფელ ალხან-იურტის 200-დე მკვიდრმა ფედერალური ტრასა "კავკაზი" ჩახერგა დღეს,
რითაც პროტესტი გამოთქვა რუსი სამხედროების ბარბაროსული ქმედების გამო. საპროტესტო აქციის მონაწილენი ამტკიცებენ, რომ ეგრედ წოდებული "წმენდის" დროს სამხედროებმა 2 საცხოვრებელი სახლი დაწვეს სოფელ ალხან-კალეში. სამმა ადამიანმა, მათ შორის ორი წლის ბავშვმა დამწვრობა მიიღო. დღესვე, ვედენოს რაიონული ცენტრის შემოგარენში სამხედრო ავტოკოლონაზე მოხდა თავდასხმა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, 3 სამხედრო მოსასახურე დაიღუპა, 4 დაიჭრა. აჩხოი-მარტანის რაიონში მომხდარი შეტაკებისას 4 შეიარაღებული ჩეჩენი იქნა მოკლული. ადგილობრივ ხელისუფალთა მტკიცებით ამ ოთხ ჩეჩენს სოფელ შაამი-იურტის ადმინისტრაციის შენობა უნდა აეფეთქებინა.
XS
SM
MD
LG