Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ იერიქონის რაიონში, მდინარე იორდანეს


ქალაქ იერიქონის რაიონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელმა სამხედროებმა დღეს დააკავეს

ქალაქ იერიქონის რაიონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელმა სამხედროებმა დღეს დააკავეს
პალესტინელთა უშიშროების სამსახურის 18 თანამშრომელი, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი. ისრაელის რადიოს ცნობით, დაპატიმრებულები, როგორც ჩანს, ეკუთვნიან ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და ხელნაკეთ რაკეტებს ამზადებდა. ოთხშაბათს ისრაელმა 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ორშაბათს კიდევ ასამდე პალესტინელის გათავისუფლებაა მოსალოდნელი. თუმცა, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა ისრაელში დაპატიმრებული ყველა პალესტინელის, 6,000-დე ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG