Accessibility links

logo-print

ლიბერიის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა დღეს


ლიბერიის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ჩარლს ტეილორის გადადგომა.

ლიბერიის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ჩარლს ტეილორის გადადგომა.
თავად ტეილორი, დაპირების მიუხედავად, პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადდა და წერილობით აცნობა დეპუტატებს, რომ გადაწყვიტა ვიცე-პრეზიდენტი მოზეს ბლა დანიშნოს თავის მემკვიდრედ. წერილში ტეილორი ამტკიცებს ამასთანავე, რომ მეზობელი ქვეყნების, ლიბერიელი მეამბოხეებისა გაეროს მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ორშაბათს 11 აგვისტოს გადადგება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ გადაგომის შემდეგ ტეილორმა უნდა დატოვოს ლიბერია. ჩარლს ტეილორი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სიერა ლეონეში გაეროს ეგიდით მოქმედმა ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს.
XS
SM
MD
LG