Accessibility links

logo-print

დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა იორდანიის


დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა იორდანიის საელჩოსთან ბაღდადში,

დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა იორდანიის საელჩოსთან ბაღდადში,
რის შედეგად 11 ერაყელი მოქალაქე, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშთი იქნა მოკლული. დაჭრილების რიცხვი 70-ს უახლოვდება. საელჩოს შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ჯერჯერობით არავის არ უკისრია ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. გაურკვეველია ამ ტერორისტული აქტის მოტივი. ერთი კვირის წინ იორდანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ერაყის დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ორ ქალიშვილს. იორდანიამ დაგმო ეს აფეთქება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ ალ-შარიფმა განაცხადა, რომ ამ ტერაქტის გამო ამანი არ შეცვლის აღებულ გეზს და კვლავაც თანადგომასა და დახმარებას გაუწევს ერაყელ ხალხს. წუხელ ბაღდადში ორი ამერიკელი ჯარისკაცი და მათი თარჯიმანი იქნენ მოკლული. ქალაქ თიქრითის რაიონში დააკავეს რამდენიმე ერაყელი, რომლებიც ამერიკელ სამხედროებზე აპირებდნენ თავდასხმას. დაკავებულთა შორის ერაყის შეიარაღებული ძალების ორი ყოფილი გენერალია.
XS
SM
MD
LG