Accessibility links

logo-print

დღეს ბაღდადში გარდაიცვალა ამერიკელი სამხედრო


დღეს ბაღდადში გარდაიცვალა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გუშინ შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

დღეს ბაღდადში გარდაიცვალა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გუშინ შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ჯარისკაცი თავის ნაწილთან, საგუშაგოზე მორიგეობდა, როცა დაუდგენელმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. დღესვე, ქალაქ თიქრითის ბაზარში, ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს ორი ერაყელი, რომლებიც მანქანიდან იარაღს ეზიდებოდნენ. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ბაღდადელი ექიმების ცნობით, წუხელ გარდაიცვალა ორი ერაყელი პოლიციელი, რომელიც გუშინ ბაღდადში, იორდანიის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა. ამრიგად, გუშინდელი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაჭრილთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემით, 50-დან 65-მდე მერყეობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში დარჩებიან, ვიდრე ამ სახელმწიფოში კანონიერი მთავრობა არ ჩამოყალიბდება. პაუელის თქმით, მის ქვეყანას ტერორისტები "ვერ დააშინებენ".
XS
SM
MD
LG