Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ხუთი


საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ხუთი ბრიტანელი, ერთი კანადელი და ერთი ბელგიელი,

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ხუთი ბრიტანელი, ერთი კანადელი და ერთი ბელგიელი,
რომლებიც ბრალდებული იყვნენ რამდენიმე აფეთქების მოწყობაში. უცხოელთა ვექილის თქმით, საუდის არაბეთის მეფე ფაჰდმა ისინი შეიწყალა. 2000-სა და 2001 წლებში განხორციელებული რამდენიმე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე - დაიჭრა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქებები იმ ბრძოლის ფარგლებში მოხდა, რომელიც ერთმანეთთან გააჩაღეს საუდის არაბეთში აკრძალული ალკოჰოლიანი სასმელების კონტრაბანდისტთა ჯგუფებმა. გამოძიების მსვლელობაში დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მაგრამ უფლებადამცავი ორგანიზაციების მტკიცებით, დაკავებულებს ჩვენებები წამების გზით გამოძალეს.
XS
SM
MD
LG