Accessibility links

logo-print

ხორვატიაში დააპატიმრეს ყოფილი სერბი ოფიცერი


ხორვატიაში დააპატიმრეს ყოფილი სერბი ოფიცერი, რომელიც ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.

ხორვატიაში დააპატიმრეს ყოფილი სერბი ოფიცერი, რომელიც ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.
დაპატიმრებულის გვარს ჯერჯერობით არ ამხელენ. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, 54 წლის სერბი ეჭვმიტანილია სამხრეთი ხორვატიის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის წამებასა და დაუნდობელ ცემა-ტყეპაში. ხსენებული რაიონი 90-იანი წლების დამდეგს სერბიის არმიას ჰქონდა დაკავებული. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ ადამიანმა სცადა, 1993 წელს ქალაქ სინის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი აეფეთქებინა.
XS
SM
MD
LG