Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგლიკანური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის


ანგლიკანური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა, გადაწყვიტა,

ანგლიკანური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა, გადაწყვიტა,
მოიწვიოს ეკლესიის უზენაეს პირთა თათბირი იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ჰომოსექსუალისტთათვის სასულიერო წოდებების მინიჭება. მთელი მსოფლიოს ანგლიკანური ეკლესიების არქიეპისკოპოსები ოქტომბერში, ლონდონში შეიკრიბებიან. ანგლიკანურ ეკლესიაში ამ საკითხის გამო განხეთქილების საშიშროება გაჩნდა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო პირებმა ნიუ ჰემპშირის შტატის ეპისკოპოსად ჰომოსექსუალისტი მღვდელი ჯინ რობინსონი დაამტკიცეს. აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესია 2,3 მილიონ წევრს ითვლის. იგი ნაწილია ანგლიკანური ეკლესიისა, რომელიც, თავის მხრივ, პროტესტანტული მიმართულების ეკლესიათა ჯგუფს აერთიანებს. კონსერვატორ სასულიერო პირთა ნაწილი იმუქრებოდა, რომ დატოვებდა ეკლესიას, თუ ჰომოსექსუალისტ მღვდელს ეპისკოპოსად აკურთხებდნენ.
XS
SM
MD
LG