Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან


რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ეკონომიკური კავშირის გამყარებას.

რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ეკონომიკური კავშირის გამყარებას.
ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ კომენტარში, რომელიც საქართველოში "რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების" დელეგაციის ვიზიტის შედეგებს ეძღვნება. "AES-თელასის" შესყიდვასთან დაკავშირებით РАО "ЕЭС"-ის გამგეობის თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისი ოთხშაბათს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია თბილისს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ენერგოობიექტების შეძენა არ არის პოლიტიკური გარიგება და ამას წმინდა საქმიანი, ურთიერთხელსაყრელი ხასიათი აქვს.
XS
SM
MD
LG