Accessibility links

logo-print

რით არის გამოწვეული ამინდის არნახული ჭირვეულობა მსოფლიოში?


ბოლო ორი წლის განმავლობაში ამინდი მსოფლიოში რადიკალურად იცვლება. თუ შარაშანდელი წელი ცენტრალურ ევროპაში დამანგრეველი წყალდიდობებით აღინიშნა,

წელს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში კატასტროფული ვითარება გვალვებმა და ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. ასევე მეტად საშიში წვიმიანი სეზონი დგას აზიის კონტინენტზე, რომელსაც წყალდიდობა ახლავს ინდოეთსა და პაკისტანში. როგორც რადიო თვისუფლების კორესპონდენტმა დან ჰილმა კლიმატოლოგებისგან შეიტყო, საქმე გვაქვს კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახულ ამინდის ჭირვეულობასთან, რაშიც თავად ადამინებს მიუძღვით ბრალი.

თუ თქვენ სიცხისაგან იხრჩობით და ასეთ ცხელ ზაფხულს ვერ იხსენებთ, მაშინ არ გეგონოთ რომ ეს მხოლოდ გეჩვენებათ. 2003 წლის ზაფხული ყველა მაჩვენებლით მართლაც რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა კაცობრობრიობის ისტორიაში. ლონდონში ოთხშაბათს ჰაერი პლუს 35,4 ტემპერატურამდე გათბა, პარიზში კი იმავე დღეს ჰაერის ტემპერატურამ 39,4 გრადუსს მიაღწია.

როგორც ბრიტანეთის კლიმატოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი დევიდ ვაინერი აცხადებს, რომ ბუნების ასეთი ჭირევულობა გლობალურ მასშტაბებს იძენს:

[დევიდ ვაინერის ხმა] "ამ დროისათვის, ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში სასტიკი სიცხეები დგას და ეს ამინდი ევროპის სხვა ნაწილებზეც გადადის. მაგალითისათვის, შვეიცარიაში ბოლო 250 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ხვატი. ნორვეგიაში, კი - 1925 წლის შემდეგ. დიდმა სიცხეებს კი პირენეის ნახევარკუნძულზე -ესპანეთსა და პორტუგალიაში - შედეგად ტყეებში ხანძარი მოჰყვა და როგორც იუწყებიან, ადამიანებიც დაიღუპნენ."

ბევრ ქვეყანაში კი ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი ხელოვნურად, თავად ადამიანების დაუდევრობით ან ბოროტი განზრახვით არის გამოწვეული. თუმცა, ეს პრობლემის არსს არ ცვლის.

ბევრ მეცნიერს ეჭვი არ ეპარება, რომ საქმე გვაქვს გლლობალური დათობასთტან, რასაც კაცობრიობა ინდუსტრიულ საქმიანობას უნდა უმადლოდეს. დევიდ ვაინერის თქმით, ატმოსფეროში ე.წ, სათბურის ეფექტის მქონე გაზების გატყორცნაა, სწორედ ,ბუნების ასეთი ჭირვეულობის მიზეზი.

[დევიდ ვინერის ხმა] " ჩვენ უკვე ვიცით, თუ რა არის ამ პრობლემის მიზეზი. ადამიანების მოქმედების გამო, ატმოსფეროში ყოველწლიურად გაიტყორცნება 7 000 მილიონი ტონა ნახშიროჟანგი და სხვა სათბურის ეფექტის მქონე გაზები. ასე რომ, ეხლა მთავარ ამოცნას ამ პრობლემის მოგვარება წარმოადგენს"

როგორც ცნობილია, საერთაშორიოსო საზოგადოება ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს გლობალური დათბობით გამოწვეული საფრთხეები, რაც კიოტოს ოქმის შემუშავებაში გამიხატა. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს წელს რუსეთმაც მოაწერა ხელი და ახლა საკანონმდებლო ორგანოში რატიფაკაცია ელოდება. მაგრამ კიოტოს ოქმის ხელმოწერას აყოვნებს შეერთებული შტატები, რაც აფერხებს მთელ ამ პროცესს. მიზეზი კი ისაა, რომ ამერიკის ხელისუფლების თვალსაზრისით კიოტოს ოქმი არაპროპორციულად მძიმედ დააწვება ამერიკის ეკონომიკას, მაშინ როცა, შეთანხმების ყველა პირობის შესრულებაც კი მხოლოდ მინიმალური შედეგს მოუტანს კაცობრიობას.

თუმცა კლიმატოლოგების თქმით, ამ მინიმალური შედეგისთვისაც კი ღირს ბრძოლა. მით უფრო, რომ როგორც წლსი დასაწყისში, დანიელი მეცნიერების მიერ შედგენილ პროგნოზშია ნაჩვენები, საუკუნის წალდიდობა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ავსტრიაში შარშან მოხდა, შესაძლოა, უახლოეს წლებში კვლავ განმეორდეს.
XS
SM
MD
LG