Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი პალესტინელი მებრძოლი და ისრაელი


ოთხი პალესტინელი მებრძოლი და ისრაელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე,

ოთხი პალესტინელი მებრძოლი და ისრაელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე,
ნაბლუსის მახლობლად მდებარე ასკარის ლტოლვილთა ბანაკში. მოკლულთა შორის "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების ორი წევრია. ამ უკანასკნელებს ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ბომბების დასამზადებელი სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი. პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი დღეს საუდის არაბეთში ჩავიდა. ქალაქ ჯედაში მან მოლაპარაკება გამართა მასპინძელი ქვეყნის ტახტის მემკვიდრესთან, უფლისწულ აბდულა ბინ აბდულ აზიზთან. მაჰმუდ აბასი სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში სტუმრობასაც აპირებს. აბასის ვიზიტი მიმდინარეობს იმ უთანხმოებათა ფონზე, რომელიც უკავშირდება ისრაელის გეგმას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიების გასწვრივ, ააგოს ე.წ. "უსაფრთხოების კედელი". პალესტინელთა ხელმძღვანელობა ამ კედლის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG