Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და, შესაძლოა, იგი მალე დაბრუნდეს ბაქოში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და, შესაძლოა, იგი მალე დაბრუნდეს ბაქოში
- განაცხადა პრეზიდენტის ვაჟმა, პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ტელეკომპანია "როსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამერიკელი ექიმები ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ. ჰეიდარ ალიევი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც მას მკურნალობის კურსს უტარებენ ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის საავადმყოფოში, გულისა და თირკმელების დაავადების გამო. კლივლენდში 80 წლის ალიევი ოთხშაბათს ჩაიყვანეს. ამ ქალაქის კლინიკაში მას უკვე არაერთხელ უმკურნალეს. 1999 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტს იქვე გაუკეთეს გულის ოპერაცია. ალიევი აპირებს, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამავე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა მისმა ვაჟმაც.
XS
SM
MD
LG