Accessibility links

logo-print

50 დოლარისთვის, სომხეთში კოლეგებმა 3


50 დოლარისთვის, სომხეთში კოლეგებმა 3 სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს.

50 დოლარისთვის, სომხეთში კოლეგებმა 3 სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს.
როგორც სომხეთის სამხედრო პროკურორმა გაგიკ ჯანგირიანმა განაცხადა, მკვლელობა ოთხშაბათს მოხდა ქალაქ ვანაძორის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. გამოძიებამ დადგინა, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ემილ ჩიფჩიანმა სთხოვა კოლეგას, რომელიც ქვეყანაყოფს მეთაურობდა დროებით, მოკლევადიანი შვებულება მიეცა მისთვის და 50 დოლარიც გაიღო ქრთამის სახით. მაგრამ ჯარისკაცს უარი უთხრეს შვებულებაზე, და ფულიც არ დაუბრუნეს. ოთხშაბათს დილით, ჩიფჩიანმა და მეორე სამხედრო მოსამსახურემ, ადრე ნასამართლევმა ოვსეპიანმა, ფულის გამო მომხდარი კამათის დროს ცეცხლი გახსნეს და სამი ადამიანი მოკლეს. მკვლელები დაპატიმრეს. ჩიფჩიანმა და ოვსეპიანმა აღიარეს თავიანთი დანაშაული.
XS
SM
MD
LG