Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში ამერიკის


ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში ამერიკის სამხედრო ბადრაგს გაუხსნეს ცეცხლი;

ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში ამერიკის სამხედრო ბადრაგს გაუხსნეს ცეცხლი;
2 ჯარისკაცი დაიჭრა. იქვე, ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელიც საგუშაგოზე არ გაჩერდა. შედეგად 2 ერაყელი დაიჭრა. ქალაქ ელ-ფალუჯაში, 50 კილომეტრში ბაღდადის დასავლეთით, ამერიკელთა სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ ბასრაში დღეს არეულობა დაიწყო ბენზინის უკმარისობისა და ელექტროენერგიის პერიოდული მიწოდების გამო. არეულობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვითარების ნორმალიზაციის მიზნით ქალაქში ბრიტანეთის ჯარის დამატებითი ქვედანაყოფები განათავსეს. შეერთებულშმა შტატებმა ერაყში გააგზავნა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთა ჯგუფი, რომელმაც იორდანიის საელჩოსთან, ბაღდადში, ამ კვირაში მომხდარი აფეთქების გარემოება უნდა გამოიძიოს. აფეთქების შედეგად დაიღუპა 19, ხოლო 50-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG