Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს 4 პალესტინელი,

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს 4 პალესტინელი,
რომლებიც ეჭვმიტანილი არიან იმაში, რომ ისრაელ მოქალაქეებზე აპირებდნენ თავდასხმას. ისრაელი სამხედროების მონაცემებით, ოთხივე დაკავებული - რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" წევრები არიან. პარასკევს, "ჰამასის" ხელმძღვანელობა სამაგიეროს გადახდით დაიმუქრა თავისი ორი წევრის მოკვლისთვის ნაბლუსის მახლობლად ისრაელის ჯარის მიერ ახლახან განხორციელებული ოპერაციის დროს. პალესტინელთა მეორე დაჯგუფება "ჰეზბოლას" მოიერიშეებმა, რომლებიცლიბანში მოქმედებენ, უკანასკნელი დღეების მანძილზე უკვე მეორედ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი ისრაელის ტერიტორიას.
XS
SM
MD
LG