Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიას კატასტროფა ემუქრება - აცხადებენ


ლიბერიას კატასტროფა ემუქრება - აცხადებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

ლიბერიას კატასტროფა ემუქრება - აცხადებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
ქვეყანაში სურსათის, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე უკმარისობაა. მეამბოხეებს ალყაში აქვთ მოქცეული ქვეყნის დედაქალაქი მონროვია და საომარ მოქმედებათა გაგრძელებით იმუქრებიან, თუ ლიბერიის პრეზიდენტი ჩარლს ტეილორი, ორშაბათს რომ აპირებს გადადგომას, თავის ვიცე-პრეზიდენტს მოზეს ბლას გადასცემს ქვეყნის მართვის სადავეებს. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფოს დროებითი მეთაურის არჩევამდე, რამდენიმე დღეს დარჩება მხოლოდ ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG