Accessibility links

დასავლეთის სახელმწიფოთა საელჩოებსა და მოქალაქეებზე


დასავლეთის სახელმწიფოთა საელჩოებსა და მოქალაქეებზე ინდონეზიაში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი,

დასავლეთის სახელმწიფოთა საელჩოებსა და მოქალაქეებზე ინდონეზიაში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი,
- განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰაუარდმა. მისივე თქმით, არის იმის საფრთხე, რომ ტერორისტებმა რაკეტებით სცადონ სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება. ჯაკარტაში ახლახან მომხდარი აფთქების შემდეგ, რამაც 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 150 დაიჭრა, შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი. ინდონეზიის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ აფეთქებები ჯაკარტაში, აგრეთვე კუნძულ ბალიზე გასულ წელს, განახორციელა დაჯგუფება "ჯემაა ისლამიამ", რომელიც "ალ-ყაიდასთან" კავშირშია ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG