Accessibility links

ავსტრიის პოლიციის ცნობით, ლტოლვილებისათვის მოწყობილ


ავსტრიის პოლიციის ცნობით, ლტოლვილებისათვის მოწყობილ, ქვეყნის უდიდეს ბანაკ ტრაისკირჰენში

ავსტრიის პოლიციის ცნობით, ლტოლვილებისათვის მოწყობილ, ქვეყნის უდიდეს ბანაკ ტრაისკირჰენში
წუხელ მასობრივი ჩხუბი მოხდა ჩეჩნებსა და მოლდაველებს შორის, რომლის შედეგად ერთი ჩეჩენი ლტოლვილი იქნა მოკლული, ხოლო თოთხმეტმა ჭრილობები და ტრავმები მიიღო. ასამდე ადამიანი ჩაერთო ჩხუბში ვენის სამხრეთ შეოგარენში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში. 24-წლის ჩეჩენი მამაკაცი თავის არეში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მოჩხუბარეთა გასაშველებლად ასზე მეტი პოლიციელის ჩარევა გახდა საჭირო. ჩეჩენი ლტოლვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 2 კაცი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG